Baidu აგრძელებს Google-ის შევიწროვებას ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანია Baidu-მ შეაჯამა მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები.

უმსხვილესმა ჩინურმა საძიებო სისტემამ სამი თვის განმავლობაში $337,2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 76,4%-ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით.

Baidu-ს სუფთა მოგება 112,4 %-ით გაიზარდა: თუ საძიებო სისტემამ ერთი წლით ადრე მიიღო დაახლოებით $73,5 მლნ, დღეისათვის ეს მაჩვენებელი შეადგენს $156,4 მლნს.

კომპანია აგრძელებს Google-ის შევიწროვებას საძიებო სისტემის ჩინურ ბაზარზე. წინა კვარტალთან შედარებით Baidu-ს წილი გაიზარდა 70-დან 73%-მდე, ხოლო Google-ის წილი, პირიქით, 24,2-დან 21,6%-მდე შემცირდა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში Baidu მხოლოდ 64% აკონტროლებდა, ხოლო Google — 35%.

მიმდინარე კვარტალში ჩინური საძიებო სისტემა შემოსავლის 88–93,5-პროცენტით გაზრდას ვარაუდობს.

წყარო Baidu.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.