«ბილაინის» ტელეფონი А100.

ტელეკომ-კომპანია «ვიმპელკომმა» (ბრენდი «ბილაინი») რუსეთის მობილური აპარატების ბაზრის 5%-ის დაკავება შეძლო, აცხადებს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მარკეტინგული კუთხით მარტინა ფურუსერა გაზეთ «ვედომოსტში» მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ: მობილური ტელეფონი «ბილაინ» А100, რომელსაც მხოლოდ «ვიმპელკომისთვის» აწარმოებს ჩინური ZTE Corporation, რუსეთის ბაზარზე ივნისში გამოჩნდა, ხოლო უკვე შემოდგომისთვის კომპანია 30 ათას ეგზემპლარს ყიდდა კვირაში (120-13- ათასი თვეში).

Mobile Research Group-ის ანალიტიკოსის ელდარ მურტაზინის შეფასებით, 2010 წლის სექტემბერში რუსეთში გაიყიდა 2,8 მლნ მობილური აპარატი, ხოლო ოქტომბერში მოხდება 2,5 მლნ-ის რეალიზება, ანუ გაყიდვების ასეთი მოცულობის შემთხვევაში «ვიმპელკომი» ბაზრის 5%-ს დაიკავებს. შედარებისთვის: Sony Ericsson-ის წილი დღეისათვის არ არემატება 4%-ს.

მოდელის მთავარი განსაკუთრებულობა — ფასის შესაბამისობა ფუნქციონალურობასთან: 39,95 ლარად თქვენ მიიღებთ ტელეფონს მუსიკალური ფლეერით, FM-რადიოთი და ფერადი ეკრანით.

წყარო «ვედომოსტი».

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.