ბუფალოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (ნიუ-იორკის შტატი, ა.შ.შ) სამხედრო ეთიკის სპეციალისტი რენდელ დიპერტი აცხადებს კიბერმეომრებისათვის ჟენევის კონვენციის ანალოგის შექმნის აუცილებლობაზე.
ეხლახან ირანის ბირთვული ქარხნის ქსელში შეაღწია ჭია Stuxnet-მა, რაშიც ირანელები ამერიკას და ისრაელს ადანაშაულებენ; დღეს არავის არ აკვირვებს რუსეთის კიბერშეტევები საქართველოზე და ესტონეთზე, ასევე მთავრობის დავალებას თავს მშვენივრად ართმევენ ჩინელი ჰაკერები.
«კიბერდამნაშავეების მიზანია მონაცემთა ბაზების განადგურება, საკომუნიკაციო სისტემის გამორთვა, საბანკო ანგარიშების გასუფთავება, მთლიანი ქალაქის ჩაბნელება, წარმოების შეჩერება, ქაოსის შექმნა ჯანდაცვის სისტემაში — და ასე შემდეგ, უსასრულობამდე, — აცხადებს დეპარდი. — თუმცა, ჩვეულებრივი ომისგან განსხვავებით, არ არსებობს საშუალება, რაც კიბერბრძოლას დაარეგულირებს. ასევე, არ არსებობს არავითარი საზღვრები, რაც კიბერმეომრების მოქმედების არეალს განსაზღვრავს».
მეცნიერები თვლიან, რომ ჟენევის კონვენციის უბრალოდ აღება და ციფრულ ომში გადატანა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან კონვენცია ითვალისწინებს მორალურ მხარეს, რასაც არანაირი კავშირი არა არქვს კიბერჯარისკაცებთან.
თუმცა, დეპერტი უკვე მუშაობს თეორიაზე, რომელიც, მისი აზრით, ხელს შეუშლის და დაარეგულირებს ჰაკერების მოქმედებას.
წყარო ბუფალოს უნივერსიტეტი.

