ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ სიახლის “გმირი” – არ არის რიგითი კონეპტი რომლის მომავალი ბედიც უცობია. Cybertecture Mirror ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა ეს ძალიან ჩვეულებრივი სერიული პროდუქტია, რომლის პრეზენტაციაც შედგა ჰონკონგში სულ ცოტა ხნის წინ.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=TP64GolT-UU

ჯეიმს ლოუს (James Law) შვილობილი პასიურ მდგომარეობაში წარმოადგენს ჩვეულებრივ სარკეს, რომლის ზომაცაა 80 х 50 х 5 სმ, მაგრამ საკმარისია მისი ჩართვა და ის ბევრს საჭირო ინფორმაციას მოგაწვდის. Cybertecture Mirror გვთავაზობს სიახლეებს, ჩასანიშნებს, ამინდის პროგნოზს, პირადი მონაცემების შენახვას ( მაგალითად, ფოტოები ან ვარჯიშის განაწესი, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა), ორი სტერეოდინამიკი საერთო სიმძლავრით 10ვტ, Wi-Fi, ასევე სენსორები, რომელიც მომხარებლის მოძრაობას აფიქსირებს.

მთელი ეს ელექტრონიკა მუშაობს დაპატენტებულ ოპერაციულ სისტემაზე, ხოლო წყლისგან დასაცავად მას აქვს სტანდარტების შესაბამისი IP41 და გამძლე დაპატენტებული სარკე. სარკის ფასი დაახლოებით $7800-ია. უკვე დეკემბერში სესაძლებელი იქნება წინასწარი შეკვეთის განხორციელება, ხოლო შემდეგი წლის შუა ნაწილში კი შემკვეთები მიიღებენ თავიანთ პროდუქტს. შემქმნელები დარწმუნებულები არიან, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ორი მილიონი Cybertecture Mirror გაიყიდება. მართლები არიან თუ არა ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა “მსოფლიოში პირველი ინტელექტუალური სარკე” საკმაოდ საინტერესო ( თუმცა ძვირი) შემოთავაზებაა.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=3F8iVkh5mVk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.