ქვემოთ მოცემული სურათი, არის პირველი ისტორიაში, რომელზეც მოხერხდა “უშუალოდ” ბნელი მატერიის დაფიქსირება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა თანამედროვე ფიზიკაში. სუპერკომპიუტერების შესაძლებლობების დახმარებით მეცნიერებმა შეძლეს ფოტოზე მიმდინარე მოვლენების 3D რეჟიმში ჩვენება.
მეცნიერებმა Argonne National Laboratory-დან და Harvard-Smithsonian Center for Astrophysics-დან გამოიყენეს თანამედროვე გამოთვლითი ტექნოლოგიები გალაქტიკების შეჯახების პროცესის მოდელირებისათვის. სამგანზომილებიანი მოდელის დახმარებით ასტროფიზიკოსებს საშუალება მიეცათ გაეგოთ მეტი ბნელი მატერიის როლზე გალაქტიკების ევოლუციაში. ამას გარდა ეს პროცესი ძალიან ლამაზია.
ბნელი მატერია, ეს სახელი მას იმიტომ ქვია, რომ მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა იციან, რომ ბნელი მატერია არ შედის ურთიერთქმედებაში არცერთ “ნორმალურ” მატერიასთან ( გრავიტაციის გარდა რათქმაუნდა).
httpvhd://www.youtube.com/watch?v=opP7ttCCC20
მოცემულ შემთხვევაში სუპერკომპიუტერით ხდება ორი, ნორმალური და ბნელი მატერიის მასივების ურთიერთქმედება. სპეციალისტებისათვის სიძნელეს წარმოადგენს ის, რომ სხვადასხვა ტიპის მატერიას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება.
გალაქტიკების შეჯახებისას, ნორმალური მატერიის მასივები, რომელსაც ასევე ბარიონულს უწოდებენ, ირებიან, ერწყმიან ბნელი მატერიის მასივს და წარმოქმნიან ხვეულებს. ამ პრიცესის ახსნა მეცნიერებს შეუძლიათ, ამიტომ მეცნიერებს მიეცათ საშუალება მუშაობისას გამოევლინათ ჰიდროდინამიული პროცესების კოდი.
ბნელი მატერიის ქცევის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც ზემოქმედებს მხოლოდ გრავიტაციულ დონეზე, მეცნიერებმა თავიანთ გამოთვლებში “დედამიწის” ფიზიკური კანონების გამოყენება ვერ შეძლეს. ამის გამო, თითოეული ნაწილაკის ქცევა მოდელირდებოდა ინდივიდუალურად. ამ პროცესს დაარქვეს “N-body”.

