ნეირობიოლოგებმა დასავლეთ ონტარიოს ინივერსიტეტიდან (კანადა), ვირჯინიის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ) და ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (გერმანია) გაარკვიეს, თუ როგორ გადაამუშავებს ვიზუალურ ინფორმაციას თავის ტვინის ქერქის ის ნაწილი რომელიც სმენაზეა პასუხისმგებელი.

სპეციალისტებისათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სმენის არქონა ადამიანებში მხედველობის განვითარებით კონპენსირდება. “გამოთქმული იყო მრავალი აზრი იმის შსახებ, თუ როგორ ეწყობოდა თვინი ისე, რომ უზრუნველყოფდა უკეთეს მხედველობას, მაგრამ დადასტურებული მასალა არ იყო საკმარისი”, — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი სტივენ ლომბერი (Stephen Lomber).

ავტორები ექსპერიმენტებს კატებზე ატარებდნენ, მათ ყავდათ სამი დაბადებიდან ყრუ და სამი ჯანმრთელი ცხოველი. თავდაპირველად მეცნიერებმა დაადგინეს, ყრუ კატების რამდენიმ დიდი უპირატესობა რომლებიც გამოჩნდა 7 სხვადასხვა ტიპის ტესტში; როგორც აღმოჩნდა, ეს ცხოველები ყველაზე კარგად თავს ავლენენ ორი დავალებისას. პირველის დროს მოწმდებოდა პერიფერიული მხედველობის განვითარებულობა: ცხოველების ყურადღება ფოკუსირდებოდა წითელ ნათურაზე რომელიც ზუსტად მათ წინ იყო განთავსებული, შემდეგ სიგნალი მიეწოდებოდა ერთ-ერთ სხვა ნათურას, რომელიც მდებარეობდა მარცხნივ ან მარჯვნივ. ცხოველებს უნდა “დაეჭირათ” ეს სიგნალი და მისულიყვნენ საჭირო ნათურასთან და ამ ყველაფრის გაკეთებისწახალისების სახით იღებდნენ გემრიელ “პრიზს”. მეორე ტესტში მოწმდებოდა კატების უნარი ძალიან ნელა მოძრავი ობიექტების დაფიქსირებისა.

” ნათელია, რომ ტვინი რეორგანიზაციას ახდენს, ისე რომ ამან მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს მის მფლობელს, — აკომენტარებს ბ-ნი ლომბერი. — ყრუ ადამიანს, არ შეუძლია გაიგოს, რომ დაუშვათ მარჯვნიდან მისკენ მოდის მანქანა, ამ შმთხვევაში პერიფერიული მხედველობა ძალიან დაეხმარება”.

კვლევის შემდგომ ეტაპზე ნეირობიოლოგები შეცადნენ ყრუ კატებისათვის წაერთმიათ თავიანთი მხედველობითი უპირატესობა, პატარა მოწყობილობის საშუალებით, რომელიც სიცივეს გამოყოფს და რომლის საშუალებითაც შსაძლებელია ლოკალური ჰიპოთერმიის გამოწვევა რის შდეგადაც გაითიშება არჩეული ტვინის ზონები. შედეგად, გაირკვა, რომ მხედველობის ზონას, “ეხმარებოდა”მკაცრად განსაზღვრული სმენითი ზონები: ტვინის იმ ნაწილის მწყობრიდან გამოყვანისას რომელიც პასუხისმგებელია სმენითი სიგნალების ლოკალიზაციაზე, ყრუ ცხოველებმა ასეთ შემთხვევაში ვეღარ შეძლეს თავიანთი გამორჩეული შესაძლებლობის გამოყენება და ნათურისთვის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს თვალის გაყოლება. “როგორც ჩანს სმენითი ქერქიასრულებდა თავის ჩვეულებრივ ფუნქციებს, მაგრამ სხვა ტიპის მონაცემებთან გაერთიანებით”. თქვა პროფესორმა ლომბერმა.

გამოყენებულია ScienceNews-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.