სმარტფონი Garmin-ASUS Nuvifone G60.

ალიანსი Garmin-ASUS 2011 წლის იანვარში დაიშლება, იუწყება ჩინური გაზეთი Economic Daily.

შეგახსენებთ: Garmin და ASUS 2009 წლის თებერვალში გაერთიანდნენ იმ მიზნით, რომ შეექმნათ სმარტფონები მოწინავე ნავიგაციური შესაძლებლობებით.

თუმცა საქმე სულ სხვა მიმართულებით განვითარდა: 2010 წლის მეორე კვარტალში Garmin-ASUS-მა მხოლოდ $27 მლნ-მდე მოწყობილობების რეალიზება მოახერხა, რაც მობილურების მსოფლიო ბაზარზე თითქმის არაფერს ნიშნავს. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში ალიანსმა ხუთი მოდელის შექმნის მეტი ვერ შეძლო (A10A50M10M20 და G60).

როგორც იუწყებიან, მომავალში ASUS სმარტფონებს საკუთარი ბრენდის ქვეშ გამოუშვებს. ხოლო რაც შეეხება ნავიგაციურ პ.უ.-ს, კომპანია, Garmin-ის გადაწყვეტილებებს გამოიყენებს.

წყარო Economic Daily და Engadget.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.