20 ოქტომბერს დედამიწიდან საკმაოდ ახლოს ( 18მლნ კმ მანძილზე) ჩაივლის კომეტა 103P/ჰარტლი. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არცერთ კომეტას არ ჩაუვლია დედამიწასთან ასე ახლოს.

ციური სხეულის დანახვა ეხლაც შესაძლებელია ღია მწვანე შეფერილობის ხაზის სახით კაციოპეის თანავარსკვლავედში. პირველად მას სურათი გადაუღო ამერიკელმა კოსმონავტმა ბილ კუკმა: ეს მოხდა 28 სექტემბერს. სურათი გადაღებულია ტელესკოპით ქალაქ მეიჰილედან (ნიუ-მექსიკოს შტატი), ბ-ნი კუკი მას თავისი სახლიდან, ალაბამიდან მართავდა.

ასევე ამით მრავლად მოყვარულები დაინტერესდა ავსტრალიიდან, იტალიიდან, შვეციიდან და ა.შ.შ-დან.

მალე კომეტის უჩვეულო ნათების დაფიქსირება შესაძლებელი იქნება ძალიან პატარა ტელესკოპებით,  დურბინდით და შეუიარაღებელი თვალითაც კი ( თუ ცა საკმარისად ბნელი იქნება. ბნელ ღამეს გამთენიისას დააკვირდით ჩრდილოეთ-აღმოსავლეთს.

ეს არის ყველაზე ახლო კონტაქტი დედამიწასთან კომეტის აღმოჩენიდან ( 1986 წელს). 4 ნოემბერს ადამიანები დაინახავენ ციურ სხელს უფრო ახლო მანძილიდან: NASA-ის აპარატი EPOXI (ცნობილი როგორც Deep Impact) გაიფრენს 103P/ჰარტლიდან 700კმ-ში. ეს ისტორიაში მხოლოდ მეხუთე შემთხვევა იქნება, როდესაც ხომალდი შეძლებს ყინულოვანი ბირთვთან ისეთ დისტანციაზე გავლას საიდანაც შესაძლებელია სურათის გადაღება.

გამოყენებულია Wired UK-ის მასალები.

5 Responses

  1. ვა, რა მიშაა! შუაღამისას არ გამოჩნდება ვითომ? თორემ გათენებას უნდა ვუცადო ამის დასანახად? 🙁 გალეის კომეტა რომ იყო მოსული ვერ დავინახე, სათვალე არ მქონდა მაშინ. 🙂 მაშინ გამოვთვალე და 68 წლის რომ ვიქნები, მეორედ ვნახავ. 🙂 ოღონდ მაშინ იმხელა სათვალე მეკეთება, ტელესკოპში ვერ ჩავიხედავ. 🙂

  2. იმედია მაშინ სათვალე საერთოდ არ იქნება საჭირო 😀

  3. ჯერ ერთი: ჰალეის კომეტა ”დაიღუპა”, რომელიღაც პლანეტაზე დაეცა.

  4. თუკი დეზინფორმაცია არაა 🙂

  5. ინფორმაცია გადაამოწმე. ანუ არის თუ არა კონკრეტულად 103P/ჰარტლი-ზე საუბარი იმ წყაროში საიდანაც შეჯახება გაიგე. მე არ მგონია დეზინფორმაცია იყოს. ნუ დარწმუნებული ვარ რომ არ არის მაგრამ მაინც გადავამოწმებ რა თქმა უნდა და თუ ვცდები დავწერ აუცილებლად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.