კომპანია Gemalto-ს სათავო ოფისი.
კომპანია Gemalto-მ, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში (ჰოლანდია) მდებარეობს, Google-ის, HTC-ის, Motorola-სა და Samsung-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
კომპანია ამტკიცებს, რომ მოპასუხეები არაკანონიერად იყენებენ ტექნოლოგიას, რომელიც JavaCard-თან არის დაკავშირებული და რომელიც შეზღუდული აპარატული რესურსების მქონე მოწყობილობებში მცირე Java-პროგრამების დაყენებისა და გაშვების საშუალებას იძლევა. საბედნიეროდ JavaCard სიმ-ბარათებში ფართოდ გამოიყენება.
Gemalto-ის აზრით, დაპატენტებული ტექნოლოგია გამოიყენება როგორც OS Android-ში, ასევე მის ბაზაზე შექმნილ კომუნიკატორებში.
როგორც ჩანს, მოსარჩლე შეეცდება ფულადი კომპენსაციის მიღებასა და არაკანონიერად გამოყენებული ტექნოლოგიის რეალიზაციის აკრძალვას. ბრალდებულები ჯერჯერობით ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებენ.
წყარო TechConnect Magazine.

