კვლევითი კომპანია Nielsen-ის თანახმად, ოპერაციული სისტემა Google Android აგრძელებს კომუნიკატორების ბაზარზე პოზიციების გამყარებას.

მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, ა.შ.შ-ში სულ რეალიზებული სმარტფონებიდან «გუგლფონების» წილმა დაახლოებით 32% შეადგინა. შედარებისათვის: აპრილში ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 26%-ს, ხოლო წლის დასაწყისში — 14%-ს.

კონკურენტი პროგრამული პატფორმები — RIM BlackBerry OS და Apple iOS — თმობენ პოზიციებს. იანვარში BlackBerry OS-მა მოახერხა ბაზრის 34%-ის დაკავება, თუმცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი შემცირდა 25%-მდე, ასევე შესუსტდა iOS-ის პოზიციები ა.შ.შ-ს კომუნიკატორების ბაზარზე და მისი წილი 32-დან 26%-მდე ჩამოვიდა.

კომპნაია Gartner-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2014 წლისათვის მობილური ოპერაციული სისტემების მსოფლიო ბაზარზე Android შეძლებს  30%-ის დაკავებას.

წყარო Nielsen.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.