კორპორაცია IBM-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სამუელ პალმიზანო.

კორპორაცია IBM-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა: შემოსავალმა შეადგინა $24,3 მლრდ, რაც 3%-ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით. არ გამართლდა ანალიტიკოსების პროგნოზი, რომლებიც $24,1 მლრდ-ს ვარაუდობდნენ.

ბრიჩ-ქვეყნებში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა 29%-ით, ხოლო აზია-წყნაროკეანურ რეგიონში — 14%-ით. მოგება აპარატული უზრუნველყოფიდან გაიზარდა 10%-ით და მიაღწია $4,3 მლრდ-ს; პროგრამულმა მომსახურეობამ კომპანიას მოუტანა $5,2 მლრდ, რაც 1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

IBM-ის კვარტაკური მოგება გაიზარდა 12%-ით და შეადგინა $3,6 მლრდ, ანუ $2,82 ერთი ფასიანი ქაღალდი (ანალიტიკოსები $2,75 ვარაუდობდნენ). შედარებისთვის: ერთი წლით ადრე კომპანიამ გამოიმუშავა $3,2 მლრდ.

საერთო წლიური გამოთვლებით კორპორაცია ელოდება $11,4-ის შემოსავალს აქციაზე.

წყარო IBM.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.