მეცნიერთა ინტერნაციონალურმა ჯგუფმა აჩვენა, რომ ბენფორდის კანონი სრულდება ბევრი მონაცემთა აღებისათვის მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში და ასევე მისი გამოყენება შეიძლება სუსტი მიწისძვრების რეგისტრაციისათვის.
კანონზომიერება, რომელიც აღნიშნა ასტრონომმა საიმონ ნიუკომბმა და რომელსაც სახელი დაერქვა ფიზიკოს ფრენკ ბენფორდის საპატივცემულოდ, რომელმაც ეს კანონი 1938 წელს ჩამოაყალიბა, ზოგიერთს ჯერ კიდევ გონია ის არარეალური. კვლევის ხელმძღვანელი, მალკოლმ სემბრიჯის (Malcolm Sambridge) თქმით ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტიდან, გეოფიზიკური კონფერენციის ერთერთმა მონაწილემ, რომელზეც ავტორებმა წარადგინეს თავიანთი ანგარიში, არ დაუჯერა და მათი გამოსვლახუმრობად ჩათვალა.
მეცნიერების დიდმა ნაწილმა კარგად იცის ბენფორდის კანონონი, რომელიც აღწერს ამა თუ იმ პირველი არსებითი ციფრის გამოჩენას სიდიდეების განსაზღვრაში, რომლებიც აღებული იქნება რეალური ცხოვრებიდან. გამოთვლების ათეულობით სისტემაში, მაგალითად, იმის ალბათობა, რომ გამოჩნდება ციფრი D იქნება lg(1 + 1/D)-ის ტოლი; შესაბამისად ერთიანი უნდა იყოს აღმოჩენილი ყველაზე ხშირად ( ალბათობით დაახლოებით 0,3), ხოლო ცხრიანი — ხუთ პროცენტზე ნაკლებ შემთხვევებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენფორდის გავრცელების სახე არ არის დამოკიდებული გაზომვის ერთეულებზე: თუ რომელიმე სიდიდის განსაზღვრისას, რომელიც გამოიხატება მეტრებში კანონი სრულდება, მაშინ ის შესრულდება ფუტებში გადაყვანის შემთხვევაშიც.
თვითონ ბენფორდმა წარმოადგინა კანონის ჭეშმარიტების დამადასტურებელი, დამაჯერებელი საბუთები, მდინარეების ბასეინების მონაცემების გაანალიზირებით, ქალაქების დასახლებების, ქიმიური შენაერთების მოლეკულირი მასები. ცნობილია, რომ მისი გამოყენება შსაძლებელია პრაქტიკაშიც — დაუშვათ, ფინანსური დოკუმენტების ანალიზისას.
ავტორებმა გადახედეს 15 მონაცემთა აკრეფას, რომელიც მთლიანად შეიცავდნენ 750 ათასზე მეტ მნიშვნელობას. ასევე გამოკვლეული იქნა სეისმური მონაცემებიც, და გამა-გამოსხივების წყაროს პარამეტრები, რომელიც რეგისტრირდება კოსმიური ობსერვატორია “ფერმ”-ის მიერ, პულსარების ბრუნვის სისწრაფე, ინფექციური დაავადებებით დაავადებულთა სტატისტიკა, რომელიც შეგროვილია მსოფლიო ჯანდაცვის ოგანიზაციის მიერ; ყველა ამ შემთხვევაში ბენფორდის კანონი არ ირღვევა.
მეცნიერებმა კანონს ასევე საინტერესო გამოყენება უპოვეს გეოფიზიკაში. პერუში დედამიწის ზედაპირის ვერტიკალური ძვრების დაკვირვებისას მათ აღმოაჩინეს, რომ დადგენილი “ფონური” ძვრები არ აკმაყოფილებდნენ ბენფორდის კანონს, ხოლო ძვრები რომლებიც გამოწვეული იყო ძლიერი მიწისძვრით 2004 წლის დეკემბერში, მას პირიქით, შეესაბამებოდა. შემდეგ მეცნიერებმა დაიწყეს კენბერის სადგურიდან სეისმოლოგიური მონაცემების შეგროვება; ამ შემთხვევაში სიტუაცია ანალოგიური იყო.
“სხვა მაგალითები რეალური ფიზიკური მოვლენის აღმოჩენისა ბენფორდის კანონის მეშევეობით ჩემთვის ცნობილი არ არის”, — აღნიშნავს მათემატიკოსი თეოდორ ჰილი (Theodore Hill) ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, რომელიც პროექტში არ მონაწილეობდა. ბატონი ჰილის აზრით, მომავალში კანონთან თავსებადობის შმოწმება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი ფიზიკური პროცესების მოდელირებისა.
თუმცა ბენფორდის კანონის გამოყენებისას არ უნდა დაგვავიწყდეს მისი გამოყენების საზღვრების შსახებ. ის, გამოიყენება მხოლოდ სიდიდეების საკმაოდ დიდი აკრეფისას; ამას გარდა, აკრეფისას მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან რამოდენიმეჯერ. სამწუხაროდ კანონის გამოყენების უნივერსალური კანონი არ არსებობს, თუმცა რაიმე ახალი ტიპის ექსპერიმენტის ჩატარებამდე მეცნიერებს არ შეუძლიათ იმის მტკიცება, რომ მონაცემების მასივი შეესაბამება ბენფორდის განსაზღვრებას.
ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნებული იქნება ჟურნალ Geophysical Research Letters-ში.
გამოყენებულია Physicsworld.Com-ის მასალები.

