კომპანია Net Applications-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ბაზარზე ბრაუზერების სექტემბრის სტატისტიკა.

Internet Explorer-მა, მიუხედავად იმისა, რომ რჩება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ბრაუზერად, ისევ დაკარგა მომხმარებელი. აგვისტოში მისი საბაზრო წილი შეადგენდა 60,40%-ს, ხოლო გასულ თვეს ეს მონაცემი დაეცა 59,65%-მდე. ერთი წლის წინ Microsoft-ის ბრაუზერით ინტერნეტში შედიოდა ქსელში ჩართული კომპიუტერების 65,71%.

თუმცა, არ არის გამორიცხული Explorer-მა შეწყვიტოს უკან სვლა — შეგახსენებთ, რომ Internet Explorer 9-ის გამოსვლა დაგეგმილია მომავალი წლის პირველ ნახევარში, ხოლო ნებისმიერ მსურველს ბეტა ვერსიის გადმოწერა შეუძლია აქედან (გააჩნია Windows Vista-სა და Windows 7-ის მხარდაჭერა).

ყველა კონკურენტმა ბრაუზერმა გასულ თვეს, პირიქით, გაამყარეს პოზიციები ბაზარზე. მაგალითად Firefox წილი 22,93-დან 22,96%-მდე გაიზარდა, Google Chrome-ის — 7,52-დან 7,98%-მდე, Apple Safari-ის — 5,16-დან 5,27%-მდე, რაც შეეხება Opera-ს და Opera Mini-ის — შესაბამისად 2,37-დან 2,39%-მდე და 0,88-დან 0,97%-მდე.

სხვა ბრაუზერები, საერთო ჯამში, ბაზრის 0,75%-ს აკონტროლებენ.

წყარო Net Applications.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.