რამდენად ხშირად სტუმრობთ სტომატოლოგს? როგორი შეგრძნებით შედიხართ მის კაბინეტში? ჩემს მაგალითზე გეტყვით – ბორმანქანის ხმა ჩემში ერთდროულად შოკსა და შიშს იწვევს.

მომავალში სტომატოლოგებს მოუწევთ ინსტრუმენტების გვერდზე გადადება, როგორც ჟურნალი ACS Nano იტყობინება ჟელეს შემადგენლობაში შემავალი ახალი პეპტიდი, კარიესის ღრმულში მოხვედრისთანავე კბილის შიგნით ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციას იწვევს და ამას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. მსგავსი ტექნოლოგია პირველია ამ სფეროში.
ახალი ჟელეს გამოშვებისთანავე არ იქნება საჭირო პლომბები, ძირებამდე და ნერვულ არხებამდე გაბურღვა. “ეს არ არის კბილის პასტა” – აცხადებს Nadia Benkirane-Jessel – Institut National de la Sante et de la Recherche Medicale-ის თანამშრომელი და შრომის თანაავტორი რომელიც ახლახან გამოვიდა – “სინამდვილეში, ჩვენ გვინდა გავაკონტროლოთ კარიესი მისი წარმოქმნის შემდეგ”
კბილების ბურღვა და პლომბების ჩადგმა უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. სტომატოლოგები მილიონობით ადამიანს კურნავენ კბილების დაავადებებისგან მთელს მსოფლიოში, მაგრამ მიუხედავად გამაყუჩებელი ნემსისა ბევრ ჩვენთაგანს მაინც ეუფლება შიში ბორმანქანის დანახვისას. აღნიშნული კველების შემდეგ კბილის ექიმთან წასვლა უფრო სასიამოვნო გახდება.

აღნიშნული კველების შემდეგ კბილის ექიმთან წასვლა უფრო სასიამოვნო გახდება. +10000000
🙂