კომპანია LG Electronics-მა წარმოადგინა “მსოფლიოში ყველაზე დიდი”  თხევადკრისტალური 3D-ტელევიზორი. მოდელ Infinia 72LEX9-ის დისპელის დიაგონალი არის 72 დიუმი. შუქდიოდური განათების მქონე მატრიცის გარჩევადობა შეადგენს 1920×1080 წერტილს (Full HD).

მოდელში რეალიზებულია წერტილოვანი კონტროლის ტექნოლოგია (Spot Control). რომელიც უზრუნველყოფს პიქსელების ბლოკის ავტომატურ ლოკალურ განათებას, რაც განაპირობებს “ღრმა შავ ფერს, თანაბარ გამოსახულებას და 70% ელექტროენერგიის ეკომონიას”. გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას ასევე უზრუნველყოფს 480-ჰერცული TruMotion ტექნოლოგია, რომელიც ამაღლებს სიზუსტეს და სწრაფადმოძრავი ობიექტის დეტალიზაციას. ასევე ცნობილია, რომ ტელევიზორს აქვს NetCast პლატფორმის მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს მრავალ ონლაინ სერვისის  და DLNA პროტოკოლის მიღებას.

სიახლეს ასევე აქვს Wireless AV Link, რომელიც ხელს უწყოფს მაღალი სიზუსტის სიგნალის გადაცემას, წყაროდან ტელევიზორში უკაბელო კავშირის მეშვეობით.

LG Infinia 72LEX9-ის ამერიკული გაყიდვები დაიწყება 2011 წლის მეორე კვარტალში. მოდელის ღირებულება იქნება $7146.

შეგახსენებთ, რომ მაისში LG Electronic-მა წარმოადგინა 84-დიუმიანი 3D-ტელევიზორის პროტოტიპი. მაგრამ მისი გაყიდვის თარიღი არ იყო დაზუსტებული.

გამოყენებულია LG Electronics-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.