
წარმოგიდგენთ Longreach-ს — პრტატული სისტემა, რომელიც იძლევა სამაშველო რგოლის მაქსიმალურად სწრაფად “მიზოდების” საშუალებას და საშუალებას მილცემს ადამიანს წყლის ზედაპირზე დარჩენის, მანამ სანამ მაშველი მივა.
ავსტრალიელი მეცნიერების ეს გამოგონება გახდა ჯეიმს დაისონის კონკურსის დამსახურებული გამარჯვებული, რომელზეც წარმოდგენილი იყო რობოტები 18 ქვეყნიდან. კონკურსზე დავალება იყო საკმაოდ მარტივი – ისეთი მოწყობილობის დაპროექტება რომელიც გადაჭრის პრობლემას. თუ რა პრობლემას და როგორ ეს უკვე გამომგონებლების ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული.
ყოველდღიურად ასობოთ ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ დახმარება ვერ მიდის დროზე, იმ ადგილებშიც კი რომლებიც აღჭურვილია უსაფრთხოებისთვის საჭირო პირობებით – სამაშველო რგოლებით, ნავებით და ა.შ.
ავსტრალიელებმა შეძლეს ამ პრობლემის გადაჭრა – “იარაღი”, რომლის ტყვიასაც წარმოადგენს სპეციალური “პაკეტი”, რომელიც თავისით იბერება ( ან გაკეთებილია სპეციალური სინტეთიკური ქაფისგან, რომელიც ფართოვდება), ის აქტიურდება წყალთან შეხების შემდეგ.
თვითონ “ტყვიაც” დამზადებულია რბილი ქსოვილისაგან, რადგან არ დააზიანოს ადამიანი მოხვედრის შემთხვევაში. პრინციპი მარტივია – საჭიროა მისი სროლა ადამიანთან ახლოს, რომეიც იხრჩობა და მის გვერდით გაიშლება სამაშველო რგოლი. მოწყობილობაში ორი ტყვიაა, ასე რომ ერთდროულად მხოლოდ ორი ადამიანის ველაა შსაძლებელი.’
სროლის მაქსიმალური სიგრძეა 150 მეტრი. ასეთი მანძილის ნავით დაფარვა ნავით არც ისე მალე მოხდება, ხოლო რგოლის ხელით სროლაც ვერ მოხერხდება. დრო ცოტაა, ასე რომ ამ მოწყობილობის მეშვეობით მართლაც შიძლება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
თვალსაჩინოებისათვის იხილეთ ვიდეო:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=pqKv6rw21Q8
httpvhd://www.youtube.com/watch?v=PqMS_xEsUIw


