კომპანია Micron Technology-ის წამყვანი გამომგონებელი დუგლას პიტმანი.
კომპანია Micron Technology-იმ გამოაქვეყნა 2010 ფინანსური წლის ბოლო მეოთხედის მუშაობის რეზულტატები.
ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპიუტერული მიკროჩიპების უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა მიიღო $2,5 მლრდ-ის შემოსავალი. ეს მაჩვენებელი 91,4%-ით მეტია გასული ფინანსური წლის მეოთხე კვარტლის რეზულტატთან შედარებით, როდესაც კორპორაცია Micron-მა გამოიმუშავა $1,3-მლრდ.
ასევე კომპანიამ საგრძნობლად გაზარდა სუფთა მოგების რაოდენობა. თუ ზუსტად ერთი წლის წინ Micron-ის სუფთა მოგება არ აღემატებოდა $100 მლნ-ს (12 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი), დღეისათვის ეს მაჩვენებელი შეადგენს $342 მლნ-ს, ანუ 32 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი.
საერთო ჯამში, მიმდინარე წელს კორპორაციამ მიიღო $8,5 მლრდ-ის შემოსავალი, ხოლო სუფთა მოგება — $1,85 მლრდ.
ასევე Micron იუწყება კომპანია Samsung-თან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომლის თანახმად ჩრდილო კორეელები Micron-ს, მომავალი წლის მარტამდე, გადაუხდიან $275-ს.
წყარო Micron Technology.

