კომპანია Motorola-ს მობილური განყოფილების გენერალური დირექტორი სანჯაი ჯა (2009 წლის სექტემბერი, სან-ფრანცისკო, კალიფორნია, ა.შ.შ.; ფოტო The Edge Malaysia).

ამერიკულმა კომპანია Motorola-მ, 2006 წლის მიწურულიდან დღემდე, პირველად უჩვენა შემოსავლების ზრდა.

Motorola-მ მესამე კვარტალში მიიღო $5,8 მლრდ-ის შემოსავალი. ეს მაჩვენებელი 6%-ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით, როცა კომპანიის შემოსავალი არ აღემატებოდა $5,4 მლრდ-ს.

სუფთა მოგება გაიზარდა ცხრაჯერ — $12 მლნ-დან (გასულ წელს) $109 მლნ-მდე (მიმდინარე წელს).

ფინანსური მაჩვენებლის სწრაფ ზრდას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო სმარტფონების გაყიდვამ, რომლებიც მუშაობდნენ OS Google Android-ის მართვის ქვეშ. «მოტოროლამ», წლის დასაწყისში, დააანონსა «გუგლფონების» 22 მოდელი, რის შედეგადაც, მესამე კვარტალში, სმარტფონების გაყიდვა 3,8 მლნ ერთეულამდე გაიზარდა.

მიმდინარე წელს კომპანიამ მოახერხა 9,1 მლნ მობილური აპარატის რეალიზება და შესაბამისად მიიღო $2 მლრდ. გასულ წელს გაყიდვების რაოდენობა შედარებით მეტი იყო — 13,6 მლნ მოწყობილობა, თუმცა გაყიდული აპარატების ძირითად ნაწილს იაფფასიანი მოდელები შეადგენდა, ამიტომ შემოსავალი $1,7 მლრდ-ს ვერ გადასცდა.

წყარო Motorola.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.