სტივ ჯობსის პასუხი იქნება ასიმეტრიული?
კომპანია Motorola-მ სარჩელი შეიტანა Apple-ის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს დებს დაპატენტებული ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენებაში.
Motorola აცხადებს, რომ Apple-მა დაარღვია სულ 18 პატენტი; საუბარია WCDMA და Wi-Fi ქსელებში ინფორმაციის უკაბელო გადაცემის საშუალებებზე, ანტენის დიზაინზე, რამდენიმე მოწყობილობას შორის ინფორმაციის სინქრონიზაციის მეთოდზე, გეოლოკაციის სერვისებზე, ელექტრონული წერილის უკაბელო გაცვლაზე და სხვ. მოსარჩლე ამტკიცებს, რომ ჩამოთვლილი ტექნოლოგიები უკანონოდ გამოიყენება კომუნიკატორში — iPhone, პლანშეტურ კომპიუტერში — iPad, ჯიბის ფლეიერში — iPod touch, ასევე Apple-ის რამდენიმე პერსონალურ კომპიუტერში.
«მოტოროლამ» ასევე მიმართა ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისიას (ITC) თხოვნით, რომ ჩატარდეს გამოძიება და Apple-ის აეკრძალოს უკანონოდ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და იმპორტი. გარდა ამისა, მოსარჩლე აპირებს მოითხოვოს ფინანსური კომპენსაცია.
Apple ამ ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებია.
წყარო Motorola.

