Mozilla Corporation-ს ახალი CEO ჰყავს

Mozilla-ს ბლოგზე განაცხადეს, რომ Mozilla Corporation-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად (CEO) დაინიშნა ჰერი კოვაჩი (Gary Kovacs).

შეგახსენებით, რომ ამ დრომდე Mozilla Corporation-ში აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ეჭირა ჯონ ლილლს (John Lilly).

მოსალოდნელია, რომ Mozilla Corporation მუშაობას გაარგძელებს ბრაუზერზე და ასევე ყურდღებას დაუთმობს სხვა მიმართულებებსაც, მაგალითად: სოაციალურ ქსელებს და მობილურ მოწყობილობებს.

კოვაჩის პირველი ამოცანა იქნება Firefox 4.0-ის საფინალო ვერსიის გამოშვება, რომლის გამოსვლაც დაგეგმილია მიმდინარე წელს.

ჰერი კოვაჩს ეჭირა ისეთი თანამდებობები როგორებიც არის: Sybase-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, Adobe-ის მობილური ქვეგანყოფილების ვიცე-პრეზიდენტი და Macromedia-ს ვიცე-პრეზიდენტი პროდუქტების მარკეტინგის დარგში.

უფრო ღრმა წარსულში ჰერი კოვაჩი მეთაურობდა კომპანია Zi Corporation-ს, ხოლო Zi Corporation-მდე ჰერიმ ათი წელი გაატარა IBM-ში მმართველ პოსტზე, გაყიდვების და მარკეტნგის სფეროში.

კოვაჩმა დაამთავრა კალგარის უნივერსიტეტი კანადაში (University of Calgary), სადაც მან მიიღო MBA-ის ბალაკავრის  ხარისხი.


დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2010 ·არქივის შესახებ