სარბოლო არკადა Nail'd 30 ნოემბერს გამოვა

გამომცემლობა Deep Silver-მა გამოაქვეყნა სარბოლო არკადის Nail'd-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი. ა.შ.შ-სა და გერმანიაში თამაში გამოჩნდება 30 ნოემბერს, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნები 2011 წლის იანვრამდე დაიცდიან. თამაშის შექმნაზე ზრუნავს პოლონური სტუდია Techland.
... და ბოლოს, თამაში დიდი ბრიტანეთის მზეს ვერ იხილავს თებერვლის დასაწყისამდე. «ბრიტანული პრემიერა დაგეგმილია 4 თებერვლისათვის», — აზუსტებენ გამომცემლები.
«ჩვენი თამაში უფრო დიდია, უფრო სწრაფია, უფრო მაღალია და უფრო გრძელია სხვა ნებისმიერ პროექტთან შედარებით!» — მოკრძალებულად აცხადებენ მწარმოებლები. მოთამაშეს მოუწევს კვადროციკლებითა და მოპედებით რბოლა. თუ მზად არ ხართ, ჯობია არ ჩართოთ ძრავა, რადგან თქვენ გელოდებათ გარდაუვალი სიკვდილი...
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=3mLkTQ69VCY
წყარო Eurogamer.
