კოლმიური ტელესკოპი “ჰაბლის” მეშვეობით ემერიკელმა და ჰოლანდიელმა ასტრონომებმა განახორციელეს ხანგრძლივი დაკვირვება უჩვეულო ობიექტ P/2010 A2-ზე.
P/2010 A2 დააერისტრირეს 2010 წლის 6 იანვარს და გარეგნული ნიშნებით განსაზღვრეს რომ ის არის მოკლევადიანი კომეტა. თუმცა მისი პარამეტრები შეესაბამება ასტეროიდის მთავარ სარტყელს.
29 იანვარს P/2010 A2-ის შესწავლას შეუერთდა “ჰაბლი”. ტელესკოპით გადაღებულ სურათებზე, მკვეთრად გამოჩნდა წერტილოვანი ბირთვი, თხელი მტვრის კუდი პარალელური გვერდებით და უცნაური ჯვრისმაგვარი სტრუქტურით , რომელიც კუდში მოხვედრილი ნაწილაკების წყაროა.
ამერიკელი და ჰოლანდიელი მეცნიერების ნამუშევარში გარჩეულია პოტოც, რომელიც გადაღებულია “ჰაბლის” კამერა Wide Field Camera 3-ით ამ წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში. ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ P/2010 A2 წარმოიშვა ორი ასტეროიდის შეჯახებისას და მოელოდნენ სწრაფად ცვალებად “ნამსხვრევების” ღრუბელს. ” ღოგორც გვეგონა, შეჯახება სულ ცოტა ხნის წინ მოხვდა, — ამბობს სამუშაოების ხელმძღვანელი დევიდ ჯუტი (David Jewitt) კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ლოს ანჯელესში. — მაგრამ ობიექტი ძალიან ძალიან, ძალიან ნელა ევოლუციონირდებოდა; როგორც ცანს, ჩვენ დავაგვიანეთ არა ერთი კვირით არამედ თითქმის ერთი წლით”.
ბატონი ჯუტის გამოთვლებით, შეჯახება სავარაუდოდ 2009 წლის თებერვალში ან მარტში მოხვდა. წერტილოვანი ბირთვი 120მ-ია, რომელიც როგორც ჩანს, ნარჩენია, ორი უფრო დიდი ზომის ობიექტების შეჯახების რომლებიც დაახლოებით 18 000კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ; მეორის დიამეტრი, საკმაოდ პატარა ასტეროიდის ნარჩენია მისი ზომა ავტორებმა შეაფასეს როგორ 3-5მ. კუდში მომხდარი მტვრის მასა შეადგენს (6-60)•107 კგ, ხოლო მისი ნაწილაკების სიდიდე ვარირებს ერთი მილიმეტრიდან 2,5სმ-მდე. ჯვრისებრი სტრუქტურის წარმოქმნა კუდის დასაწყისში შეიძლება აიხსნას იმით, რომ ასტეროიდევს ქონდათ არასიმეტრიული ფორმა.
თუმცა, არსებული მონაცემები ჯერ არ აძლევს მეცნიერებს P/2010 A2-ის წარმოქმნის სხვა არსებული ვარიანტების გამორიცხვის საშუალებას. შესაძლებელია, მან დაიწყო მასის დაკარგვა სისწრაფის გაზრდისას, მზის გამოსხივების გავლენით.
2011 წელს P/2010 A2-ის დაკვირვება “ჰაბლის” გამოყენებით გაგრძელდება.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=X39vkwK8Hjs
ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალ Nature-ში.
გამოყენებულია NASA-ის მასალები.

