კომპანია Nokia-ს აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი.

კომპანია Nokia-მ ეხლახან გამოაქვეყნა მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები.

მობილური ტელეფონების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელის შემოსავალი, წლიური გამოთვლებით, 5%-ით გაიზარდა და შეადგინა €10,27 მლრდ. შედარებისთვის: 2009 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ მიიღო €9,81 მლრდ.

თუმცა საგრძნობლად დაიკლო კომპანიის სუფთა მოგების მოცულობამ. თუ ერთი წლის წინ კომპანიამ ნახა €559 მლნ-ის სუფთა მოგება, დღეისათვის ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა €529 მლნ-მდე.

2010 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ მოახერხა 110,4 მლნ მობილური ტელეფონისა და კომუნიკატორის რეალიზება. სმარტფონების გაყიდვების საერთო მოცულობამ შეადგინა 26,5 მლნ ერთეული. გაყიდული «ყურმილების» საშუალო ფასი — €65 €64-ის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ Nokia-მ შეცვალა პრეზიდენტი გასულ კვარტალში: ოლი-პეკა კალასვუომ თავისი პოსტი დაუთმო Microsoft-ის ბიზნეს-განყოფილების ექს-პრეზიდენტს სტივენ ელოპს, რომელიც გეგმავს დაახლოებით 1 800 თანამშრომლის დათხოვნასა და ორგანიზაციის ოფტიმიზაციას.

წყარო Nokia.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.