კომპანია Panda Security-ის ლაბორატორია PandaLabs-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მესამე კვატლის მსოფლიო ქსელის უსაფრთხოების ანალიზის რეზულტატები.

როგორც აღნიშნულია ანგარიშში, ივლისიდან სექტემბამდე კომპიუტერების დაინფიცირების დაახლოებით 55%-ის მიზეზი ტროიანი აღმოჩნდა. თუ ადრე კომპიუტერის ინფიცირება ყველაზე ხშირად ელექტრონული წერილებიდან ხდებოდა, დღეისათვის ეს საშუალება დაიხვეწა ბევრად უფრო თანამედროვე ტექნიკით: კიბერკრიმინალები მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან და ყალბი საიტებიდან იპარავენ.

ქვეყნებს შორის ინფიცირებული კომპიუტერების ანტირეიტინგის სათავეში ტაივანი მოექცა. შემდეგ მოდიან: რუსეთი, ბრაზილია, არგენტიან, პოლონეთი და ესპანეთი.

გასული კვარტლის ყველაზე შესამჩნევ მოვლენად იქცა სმს ტროიანის გამოჩენა ანდროიდ-სმარტფონებისთვის, რომელიც მიკრობლოგ Twitter-ში სპეციალურად შექმნილი სერვისის საშუალებით გავრცელდა.

რაც შეეხება სპამს, 2010 წლის მესამე კვარტალში არასასურველი წერილების რაოდენობამ მიმოწერის საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 95% შეადგინა. აქედან, სანაგვე წერილების ნახევარი ნაწილდება 10 ქვეყანაზე. ათეულში შედის ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი.

წყარო PandaLabs.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.