ამერიკულმა კომპანია Berkeley Bionics-მა წარმოადგინა ეგზოჩონჩხი ელემენტებზე, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს მისცემს ინვალიდის სავარძლიდან ადგომის საშუალებას.

მოწყობილობა eLEGS წარმოადგენს რობოტიზირებულ ჩარჩოს, რომელიც ხელჯოხებით კონტროლდება. მათში მოთავსებულია  სენსორები, მარცხენა ხელის მოძრაობასთან ერთად მოძრაობს მარცხენა ფეხიც და პირიქით. ელემენტი ერთ დღეს ყოფნის.

” ყოველ ნაბიჯზე უფრო თავდაჯერებული ვარ, ეს ნამდვილი თავისუფლებაა! — თქვა ამანდა ბოკსტელმა, ჩონჩხის პრეზენტაციისას”.

დღესდღეობით რეაბილიტაციურ ცენტრებში გამოიყენება სტაციონარული მოწყობილობები, რომელიც ეხმარება ადამიანს სიარულში. ეს მოწყობილობები საკმაოდ დიდია და ძვირი. ეგზოჩონჩხი საშუალებას იძლევა რეაბილიტაციაში დახმარება ნებისმიერ ადგილას და დროს.

eLEGS დაფუძნებულია ეგზოჩონჩხ Human Universal Load Carrier (HULC)-ზე ( შეგიძლიათ იხილოთ სტატია ჩვენს საიტზე, HULC-ზე) რომელიც ეკუთვნის კომპანია Lockheed Martin-ს, რომელიც ეხმარება ჯარისკაცს რთულ ადგილებში გადაადგილებაში, ტრამვების გარეშე. eLEGS მოერგება 157 დან 193 სმ სიმაღლის ადამიანებს, რომელთა წონაც არ აღემატება 100კგ-ს. ამბობენ, რომ ის ძალიან მჩატე და ჩუმია.

ეგზოჩონჩხი სხვადასხვა რეაბილიტაციურ ცენტრებში უკვე 2011 წელს გამოჩნდება. იგეგმება ასევე მობილური ვერსია, სახლში გამოყენებისათვის.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=WcM0ruq28dc

გამოყენებულია Wired UK-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.