კომპანია Philips-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯერარდ კლაისტერლე.
კომპანია Philips-მა გამოაქვეყნა 2010 ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის რეზულტატები.
ელექტრონიკისა და სამედიცინო აპარატურის უმსხვულესმა ევროპულმა მწარმოებელმა სამი თვის განმავლობაში €6,16 მლრდ მიიღო. ეს მაჩვენებელი 9,6%-ით მეტია 2009 ფინანსური წლის მესამე კვარტალთან შედარებით, როცა კომპანიის შემოსავალი არ აღემატებოდა €5,62 მლრდ-ს.
Philips-ის სუფთა მოგება გაიზარდა სამჯერ. თუ ერთი წლის წინ კომპანიამ გამოიმუშავა €176 მლნ, დღეისათვის — €524 მლნ. მოგების შესაბამისად გაიზარდა ფასიანი ქაღალდის ფასი €0,55.
Philips-ში აღნიშნავენ გაყიდვების ზრდას განვითარებად ბაზრებში, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა მანათობელ მოწყობილობებსა და სამედიცინო აღჭურვილობაზე.
კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს წლიური გაყიდვების მოცულობის პროგნოზირებაზე და არ გამორიცხავს შემოსავლის ვარდნას მიმდინარე კვარტალში.
გასულ წელს Philips-მა დაახლოებით 2 300-ით შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა და ბიზნესის იფტიმიზაცია მოახდინა, რასაც მოჰყვა ფასიანი ქარალდის 3,3%-ით გაიაფება — €23,09.
წყარო Philips.

