Philips Econova: «მწვანე» ტელევიზორი 42-დიუმიანი დისპლეით


ტელევიზორი Philips Econova (მწარმოებლის ფოტო -- ორივე).


კომპანია Philips-მა წარმოადგინა 42-დიუმიანი თხევადკრისტალური ტელევიზორი Econova (42PFL6805), რომელიც აღჭურვილია შუქდიოდური განათებით, ოთხი USB და HDMI პორტით და მიეკუთვნება «ეკოლოგიური» პროდუქტების კატეგორიას.

შემქმნელები იტყობინებიან, რომ სიახლემ ევროპის ხმის და გამოსახულების ასოციაციისგან (EISAმიიღო შეფასება: 2010–2011 წლის ყველაზე «მწვანე» ტელევიზორი მსოფლიოში.

Philips Econova-ს კომპლექტში შედის ელექტრონული ინსტრუქცია და დისტანციური მართვის პულტი, რომელიც მზის ელემენტებით არის აღჭურვილი.

ტელევიზორი ეკონომიურ რეჟიმში 40 ვტ ელექტროენერგიას მოიხმარს.  აპარატის მატრიცის გარჩევადობა 1920×1080 (Full HD) წერტილს შეადგენს.

ინფორმაცია სიახლის ფასის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=F15K3wbOsc4

გამოყენებულია Ecofriend-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2010 ·არქივის შესახებ