კომუნიკატორ Galaxy S2-ს ექნება პროცესორი ტაქატური სიხშირით 2 გჰც, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება და ასევე ფლეშ-მოდული 4 და 32 გბ.
Galaxy S2-ის სენსორული დისპლეის დიაგონალი არის 4,3 დიუმი, ხოლო მისი გაფართოვება შეადგენს 1280×720 პიქსელს.
ჭორების მიხედვით, სმარტფონი მიიღებს 8-მეგაპიქსელიან კამერას Full HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით, Bluetooth 3.0 და Wi-Fi (802.11b/g/n) კონტროლერებს, GPS მიმღებს, გიროსკოპს, აქსელერატორს, microSD-სლოტს და 3,5-მილიმეტრიან ბუდეს ყურსასმენის შესაერთებლად.
მოსალოდნელია, რომ Galaxy S2-ს ექნება მესამე ვერსიის Google Android-ის ოპერაციული სისტემა, რომელზეც მუშაობა დასასრულს უახლოვდება. სიალხის ანონსი სავარაუდოდ შედეგება შემდეგ კვარტალში.
შედარებისთვის შეგახსენებთ Galaxy S-ის მთავარ მახასიათებლებს, Galaxy S-ს აქვს: 4–დიუმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც შესრულებულია Super AMOLED–ის ტექნოლოგიით, 5–მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში, 16 გბ ჩაშენებული მეხსიერება, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Bluetooth მოდული ვერსია 3,0 და ა.შ. პროცესორის მუშაობის ტაქტური სიხშირე არის 1 გჰც, რომელიც მუშაობს Android 2.1–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
გამოყენებულია GizmoCrave-ის მასალები.

