ამრიკერლ მეცნიერთა ჯგუფმა შემოგვთავაზა პიროვნული აშლილობების კლასიფიკაციის ახალი მეთოდი, რომელიც, მათი თქმით, დადებითად აისახება მკურნალობის მეთოდებზე.

” სპეციალისტებს შორის იზრდება დარწმუნებულობა იმაში, რომ არსებული სისტემა არ მუშაობს, — აცხადებს კოლექტივის ხელმძღვანელი კრისტოფერ ჰოპვუდი მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტიდან. — ჩვენ გთავაზობთ ახალ შეხედულებას არა მარტო დარღვევების, არამედ თვითონ პიროვნების”.

როგორც ჩანს, ეს სისტემა შევა ” ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკის და სტატისტიკის სახელმძღვანელო“-ში, რომელიც გამოჩნდება 2013 წელს.

დღესდღეობით პიროვნების აშლილობები დაყოფილია 10 კატეგორიად. ” არ არის ის მართალი, რომ არსებობს 10 ტიპის პიროვნული აშლილობა და რომ თქვენ ან გაქვთ აშლოლობა ცალსახად ან არ გაქვთ”, — ამტკიცებენ მეცნიერები, რომლებიც გვთავაზობენ სრულიად ახალ, დიაგგნოსტიკის ტექნიკურ სისტემას.

პირველ რიგში, საჭიროა განვიხილოთ, ნიშნები რომლებიც გვიდასტურებს იმას,. რომ პაციენტი ჯანმრთელია (მაგალითად, ინტროვერსიის და ექსტოვერსიის ხარისხი), იმისათვის რომ მივანიშნოთ ადამიანს თავის ძლიერ მხარეზე, რომლებიც შეიძლება მას დაეხმაროს ფსიქიკური სიძნელეების დაძლევაში. ” დავუშვათ პაციენტი დეპრესიაშია, — ხსნის კრისტოფერ ჰოპვუდი. — ამ შემთხვევაში ჩემი რეკომენდაციები დამოკიდებული იქნება, იმაზე თუ რამდენად გახსნილია ან ჩაკეტილი ადამიანი”.

მეორე რიგში, რეკომენდირებულია შეფასების ქულათა სისტემის შექმნა, რომელლითაც შეფასდება დაავადების სიმძიმის ხარისხი. მისი მეშვეობით ექიმები ადვილად შეძლებენ ერთმანეთის ინფორმირებას პაციენტის მდგომარეობის შესახებ.

ხოლო მესამე, ათი ფაქტორი შეცვლა იგეგმება ხუთით. იმის მაგივრად, რომ პაციენტში ეძებონ ათი დარღვევიდან, ექიმები დიაგნოზს დასვამენ გამოკვეთილ სიმპტომებზე დაყრდნობით. ეს უფრო სანდო და კონკრეტულია.

აი სწორედ ამ ფაქტორებზეა ლაპარაკი:

1. უცნაურობა (Peculiarity). ამ შემთხვევაში იგულისხმება გადახრები, რომელიც გამოიხატება ადამიანის კოგნიტურ და მოტორულ სფეროებშიც. ამაში სედის პარანოიდალური, შიზოფრენიული და შიზოიდური მდგომარეობები.

2. ჩაკეტილობა (Withdrawal). გულისხმობს მდგომარეობას, რომელსაც პიროვნების იზოლაციამდე მივყავართ. მაგალითად, სახლიდან არგასვლის სურვილი.

3. შიში (Fearfulness). ეს პარამეტრი აერთიანებს საპირისპირო უკიდურესობებს,საფრთხისგან გაქცევა საფრთხის არიდების მიზნით: ერთის მხრივ, ეს დისოციალობაა, რომელიც მოიცავს სრულ უშიშრობას, მეორეს მხრივ — სხვა ხალხზე დამოკიდებულება ან იზოლაციისკენ სწრაფვა, რომლის საფუძველიც საკუთარ თავზე ზრუნვა , და შიშია.

4. მერყეობა (Unstable). მოსაზღვრე სიმპტომებს გავს.  რომელიც მერყეობის დამახასიათებელია — მაგალითად, ადამიანებთან ურთიერთობამ, ემოციონალური გამოცდილების ან საკუთარი თავის აღქმა.

5. გაუბედავი (Deliberate). შეიცავს ობსესურ-კომპულსურ და სხვა დარღვევებს, რაც დაკავშირებულია ზედმეტად მეთოდურ მოქცევასთან და მძაფრ წარმოდგენებზე, იმის შესაზებ თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ადამიანები.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებული იქნება გამოცემა Journal of Personality Disorders-ში.

გამოყენებულია მინესოტას შტატის უნივერსიტეტის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.