რვაუჯრედიანი ემბრიონი.

შეერთებულ შტატებში, ემბრიონიდან, სამყაროს მოევლინა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი (ბიჭი), რომელიც გაყინეს ორი ათეული წლის წინ. «რეკორდი» აღმოსავლეთ ვირჯინიის სამედიცინო სკოლას ეკუთვნის. წინა, დროში ნახტომი იყო 13 წელი.

გაყინული ემბრიონი — ეს არის განაყოფიერების ახალი მეთოდი. რადგან მედიკამენტები და ტექნოლოგია დღეს ძალიან დახვეწილია ექიმებს შეუძლიათ საჭიროზე მეტი ემბრიონის გამოყვანა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის გამყინავ კამერაში მოთავსებული ემბრიონის გამოყვანა შესაძლებელია 55 წლის შემდეგაც.

მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ წყვილი ბავშვის დაბადებამდე დაშორდა ერთმანეთს. მაშინ ვის ეკუთვნის ბავშვი? ქმარს თუ ცოლს? რა ხდება მაშინ, როცა მშობლები შვილისათვის აარქივებენ გენეტიკურ მასალას? მაგალითისთვის, 2007 წელს დედამ საკუთარი გოგოსათვის გაყინა რამდენიმე კვერცხუჯრედი. ვის შობს მომავალი დედა? ნახევრად შვილს, ნახევრად დას (ძმას)?

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პრინციპი.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Fertility and Sterility.

წყარო Popular Science და Daily Telegraph.

One Response

  1. ვაა : )
    და ვერ მივხვდი რას ნიშნავს “საკუთარი შვილისთვის გაყინა კვერცხუჯრედი”? რა აუცილებლობაა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.