Games

კონსოლური ექშენი Vanquish გამოვიდა


აი როგორ გამოიყურება ბატონი ვიტია ზაიცევი.


გუშინ, 19 ოქტომბერს, მესამე სახის კონსოლური შუთერის Vanquish-ის ჩრდილოამერიკული რელიზი შედგა.

დანარჩენ მსოფლიოს ცოტა ხანს მოუწევს ლოდინი: თიაპონიაში თამაში გამოჩნდება 21 ოქტომბერს, ხოლო ევროპაში — 22 ოქტომბერს.

თამაშის შექმნაზე იაპონური სტუდია Platinum Games ზრუნავს, გამოშვებაზე — კომპანია SEGA. Vanquish მუშავდება მხოლოდ PS3 და Xbox 360 პლატფორმებისთვის.

Vanquish — ბევრი იარაღი და საბრძოლო რობოტები. მოთამაშე ხვდება არც თუ ისე ნათელ მომავალში: რესურსები თითქმის ამოიწურა, მსოფლიო განადგურების ზღვარძეა. მხოლოდ ა.შ.შ-ს მეცნიერი იპოვის გამოსავალას ამ ჩიხიდან — აგზავნის კოსმოსურ ხომალდს მზის ენერგიის გადასამუშავებლად. თუმცა რუსეთის ულტრანაციონალური დაჯგუფება, ვინმე ვიტია ზაიცევის ხელმძღვანელობით, ხელში ჩაიგდებს კოსმოსურ სადგურს...

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=ZYXr9ciKffA

თამაშის სქრინშოთები:

წყარო Gamespot.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2010 ·არქივის შესახებ