Games

World of Warcraft: Cataclysm გამოვა 7 დეკემბერს

კომპანია Activision Blizzard-მა გააქარწყლა ყველანაირი ინტერნეტის ჭორი.  დასახელებულია დამატება World of Warcraft: Cataclysm-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი.

" თამაშ World of Warcraft(WoW)- ის ადონის პრემიერი შედგება 7 დეკემბერს", — განაცხადა Blizzard-ის სპიკერმა. თამაში გამოვა როგორც ცალკეულ გამოცემად, ისე კოლექციად. ბოლო მყიდველს $80 დაუჯდება.

" Cataclysm შეიცავს საუკეთესო კონტენტს, რაც ჩვენ ოდესმე შეგვიქმნია WoW-ისთვის, — განაცხადა Blizzard-ის დირექტორმა მაიკ მორჰეიმმა (Mike Morhaime). — ეს არა მხოლოდ დამატებაა, ეს აზეროტის დიდი ნაწილის გადაკეთებაცაა".

Cataclysm მოგვიყვება აზეროტის ცხოვრების ახალ ისტორიას. "ძლევამოსილმა დრაკონმა გაიღვიძა და ამან სამყაროში დაუჯერებელი ცვლილებები მოახდინა", — ასე შვყავართ საქმის კურსში დეველოპერებს. დღეისათვის ცნობილია, რომ თამაშში გამოჩნდება ორი ახალი რასა, ხოლო პერსონაჟის განვითარება მაქსიმუმ 85 დონემდე იქნება შესაძლებელი...

გამოყენებულია BBC-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2010 ·არქივის შესახებ