AOL-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ არმსტრონგი (WordPress.com-ის ფოტო).

ვებ-კორპორაცია AOL-მა, ეხლახან, მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა.

AOL-ის შემოსავალმა, სამი თვის განმავლობაში, შეადგინა $563,5 მლნ. ეს მაჩვენებელი, თითქმის მეოთხედით, ნაკლებია გასული წლის რეზულტატთან შედარებით — $763,9 მლნ.

ვარდნა, პირველ რიგში, აიხსნება რეკლამებიდან მიღებული შემოსავლისა და dial-up-სერვისის აბონენტების შემცირებით. წლიური გამოთვლებით, რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი 27%-ით დაეცა და შეადგინა $292,8 მლნ, ხოლო, რაც შეეხება ინტერნეტ მომსახურებას კომპანიამ მიიღო $244,8 მლნ, რაც გასული წლის მესამე მეოთხედთან შედარებით 26%-ით დაბალია. მიუხედავად იმისა, dial-up-სერვისის სააბონენტო ბაზა 2002 წელს 26,7 მლნ ადამიანს ითვლიდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 4,1 მლნ-ს არ აღემატება.

თუმცა, უკანასკნელ კვარტალში AOL-მა ტექნობლოგი TechCrunch იყიდა. ასევე, გავრცელდა ხმები, რომ კომპანია, ონლაინ რეკლამების ბაზარზე პოზიციების გამყარების მიზნით,Yahoo!-ს შეძენასაც აპირებს.

წყარო AOL.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.