Research In Motion-ის (RIM) აღმასრულებელი დირექტორის ჯიმი ბალსილის (Jim Balsillie) განცხადებით, პლანშეტური კომპიუტერის BlackBerry PlayBook-ის ღიერებულება იქნება $500-დოლარამდე.
მოწყობილობა ამერიკაში გამოჩნდება 2011 წლის პირეველ კვარტალში, ხოლო სხვა რეგიონებში ბიზნეს-პლანშეტი გამოჩნდება შემდეგი წლის მეორე კვარტალში.
ბალსილის აზრით, 500 დოლარი –– საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასია RIM-ის პირველი პლანშეტისთვის. შედარებისთვის: ამერიკაში ყველაზე იაფფასიანი iPad-ის ღირებულება შეადგენს $499, ხოლო Samsung Galaxy Tab-ის ღირებულა არის $599 Verizon Wireless-ის აბონენტთათვის.
BlackBerry PlayBook წარმოდგენილი იყო, სექტმბრის ბოლოს BlackBerry DEVCON 2010-ის კონფერენციაზე.
მოწყობილობას აქვს 7-დიუმიანი სენსორული ეკრანი წერტილოვანი გარჩევადობით 1024×600, ორი ვიდეოკამერა ( გარჩევადობით 3 და 5 მეგაპიქსელი), Wi-F, Bluetooth მოდული MicroHDMI პორტი და ა.შ.
პლანშეტი ხელმისაწვდომია 16, 32 და 64 გბ მეხსიერებით, შესაბამისად ყველაზე დაბალი მოდიფიკაციის ღირებულება შეადგენს $500.
გამოყენებულია Bloomberg-ის მასალები.


მოკლედ, ვერც ერთი კომპანია ვერ იმეორებს ეპლის ზომა/ფასის კომბინაციას. ან 10″-ია და ღირს 800$, ან 7″-ია და ღირს 500. ამას ნიშნავს კარგი ვერტიკალური ინტეგრაცია.