Dell:მეორე თაობის პლანშეტი Streak

StreakSmart-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომპანია Dell გამოსაშვებად ამზადებს მეორე თაობის პლანშეტს Streak-ს.

არსებული მონაცემებით პლანშეტი შეინარჩუნებს 5-დიუამიან დისპლეის, ხოლო წერტილოვანი გარჩევადობა 480×800-დან გაიზრდება 1280×800-მდე. სავარაუდოდ, გარდა ამისა, მოდელს ექნება Qualcomm Snapdragon-ის ორბირთვიან ჩიპი. ხოლო პროცესორის ტაქტური სიხშირე იქნება 1,2 გჰც.

პლანშეტის კოდური დასახელებაა Opus One.

მეორე თაობის Dell Streak-ის ანონსი შედგება შემდეგი წლის მაისში.

გამოყენებულია StreakSmart-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2010 ·არქივის შესახებ