კომპანია Bull-მა განაცხადა რომ შექმნა ევროპაში პირველი სუპერკომპიუტერი პეტაფლოპზე მეტი წარმადობით (კვადრილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში).
გამოთვლითი კომპლექსი Tera 100 დაპროექტებულია საფრანგეთის ატომური ენერგეტიკის კომისარიატის დაკვეთით. სისტემაში გამოყენებულია 17 480 Intel Xeon 7500 სერვერული პროცესორი. ჯამური ოპერატიული მეხსიერება 300 ტერაბაიტს შეადგენს. დისკური ქვესისტემის მოცულობა 20 პეტაბაიტს შეადგენს, რომელიც 500 გბ/წმ სიჩქარით მუშაობს.
Linpack ტესტის შედეგად Tera 100-ის მწარმოებლურობა 1.05 პეტაფლოპს შეადგენს. პიკური წარმადობა ამ დროს 1.25 პეტაფლოპია. შედარებისათვის: ყველაზე მძლავრი სუპერკიმპიუტერის მწარმოებლურობა ა.შ.შ-ში ოუკრიჯის ნაციონალურ ლაბორატორიაში, შეადგენს 1,76 ტერაფლოპს.
სუპერკომპიუტერების მიმდინარე რეიტინგში ამ სისტემას მე-3 ადგილი ეკუთვნის თუ არ გავითვალისწინებთ სისტემას Tianbe-1A რომელიც ჩინეთში შეიქმნა და მუშაობს 2,6 პეტაფლოპი წარმადობით.
მომზადებულია Bull-ის მასალებით

