შესაძლოა 3 ნოემბერს, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა, რომელმაც გააგზავნა მოსაწვევები “მობილური თემატიკის” ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება პალო-ალტოს შტაბ-ბინაში (კალიფორნია, აშშ), წარმოადგინოს საკუთარი კომუნიკატორები.
ჭორების თანახმად, Facebook ამზადებს კომპანია INQ Mobile-თან ერთად ორ სმარტფონს, რომელიც პასუხს აგებს მომავალი სიახლეების აპარატულ შემადგენლობაზე. სავარაუდოდ მოწყობილობას ექნება სენსორული დისპლეი, ხოლო ერთ-ერთი მათგანი მიიღებს QWERTY-კლავიატურას. პროგრამულ პლატფორმად არჩეულია Google Android-ის ოპერაციული სისტემა.
არავინ არ იცის, ატარებს თუ არა კომუნიკატორი ბრენდად Facebook-ს, თუ კომპანია შემოიფარგლება გაჯეტის პროგრამული ნაწილში თავისი მომსახურების ინტეგრაციით.
თვითონ Facebook-ში სიტუაციზე კომენტარს არ აკეთებენ. ადრე ქსელის წარმომადგენელმა ჯეიმ შოფლინმა (Jaime Schopflin) განაცხადა, რომ Facebook “დაინტერესებულია ქსელური აპარატების ინტერფეისში მისი სერვისების ინტეგრაციით”, თუმცა ბაზარზე საკუთარი მოდელების გამოტანას არ ფიქრობს.
გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

