სოციალური ქსელი Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (SupportNet.de-ის ფოტო).
სოციალური ქსელი Facebook, 15 ნოემბერს, ჩაატარებს სპეციალურ ღონისძიებას პრესისთვის. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა თემაზე გაესაუბრება მარკ ცუკერბერგი ჟურნალისტებს, თუმცა რამდენიმე სანდო რესუსრსი იუწყება, რომ ლაპარაკია პროექტზე, კოდური სახელწოდებით Titan.
გავრცელდა ჭორი, რომ Facebook აპირებს საკუთარი ელ-ფოსტის გაშვებას, რომელიც შეძლებს გაუწიოს კონკურენცია ისეთ ისეთ პოპულარულ სერვისს, როგორიცაა Gmail.
თუ Facebook-ის e-mail მართლაც ამუშავდა, სოციალური ქსელის 500 მლნ-ზე მეტი მომხმარებლიდან ყველა შეძლებს მიიღოს [email protected]ის მსგავსი საფოსტო მისამართი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სისტემას ექნება სოციალური ქსელის ფუნქციების მხარდაჭერა და მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული თავად Facebook-თან.
ჯერჯერობით Facebook, საფოსტო სისტემის გაშვებასთან დაკავშრებით, კომენტარს არ იძლევა.
წყარო TechCrunch.

