NASA-ის კოსმიურმა აპარატმა Deep Impact-მა გადაუღო კომეტა 103P/ჰარტლის ბირთვს.

4 ნოემბერს თბილისის დროით 19 საათზე ზონდმა, როგორც იგეგმებოდა მიუახლოვდა 103P/ჰარტლის 700კმ მანძილზე. ამ მომენტისათვის Deep Impact და კომეტის ბირთვი ერთმანეთი მიმართ მოძრაობდნენ სიჩქარით 12,3 კმ/წ. უკვე ნახევარ საათში დედამიწაზე, რომელისგანაც დაშორებული იყო 37მლნ კმ-თი, მოვიდა პირველი სურათები.

აღმოჩნდა, რომ ბირთვი მოგვაგონებს მიწის თხილს და აქვს უსწორმასწორო წედაპირი. სურათებზე ასევე ჩანს ნივთიერების ნაკადები, რომელიც გამოისროლება სივრცეში. “ჩვენ გამოგვიჩნდა უნიკალური შესაძლებლობა რომ დავუკავშიროთ აქტივობის გამოვლინებები ბირთვის ტოპოგრაფიულ განსაკუთრებულობებს”, — აღნიშნავს პროექტ EPOXI-ის ხელმძღვანელი მაიკლ აჰირნი (Michael A’Hearn) მერილენდის უნივერსიტეტიდან.

103P/ჰარტლი გახდა მეხუთე პლანეტა, რომელსაც სურათი ახლო მანძილიდან გადაუღეს; მისი წინამორბედები იყვნენ 1P/ჰალეა, 81Р/ვილდი და 9Р/ტემპელი.  “103P/ჰარტლი აშკარად უფრო პატარაა ვიდრე დანარჩენი ოთხი, — ამბობს პროექტ EPOXI-ის მონაწილე ჯესიკა სანშაინი (Jessica Sunshine). — თუმცა ის უჩვეულოდ აქტიურია, და მე მას ყველაზე საინტერესოდ ვთვლი არსებული ხუთიდან”.

NASA-ის წარმომადგენლების თქმით, ზონდის მისია გაგრძელდება. მესამე მიახლოებას (წინად აპარატი იკვლევდა კომეტა 9P/დემპელს) Deep Impact ვეღარ შეძლებს, მაგრამ მისი ტელესკოპები ჯერ კიდევ გამოდგება ახალი ასტეროიდების მოსაძებნად ან სხვა ასტრონომიული მისიის შესასრულებლად.

ტრიუმფის მომენტი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=TBHcthxujeE

გაერთიანდა 103P/ჰარტლის 40 გამოსახულება. პირველი ფოტო გაკეთდა მაქსიმალურ მიახლოვებამდე 37 წუთით ადრე 27 350კმ მანძილიდან, ბოლო — ნახევარი საათის შემდეგ 22 200კმ მანძილიდან:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=IOhwnPY-Hcw

გამოყენებულია რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.