Google-ის შემქმნელები: ლარი პეიჯი (მარცხნივ) და სერგეი ბრინი (რეიტერის ფოტო).

Google ა.შ.შ.-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო განხილვას ითხოვს.

Google ჩინოვნიკებს პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსზე ორგანიზაციებს შორის სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია კოლექტიური მუშაობის საშუალებებზე და სახელმწიფო სექტორისთვის ელექტრონული წერილების ინსტრუმენტებზე.

Google აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოაყენა ისეთი მოთხოვნები, სადაც გამარჯვება (გაიმარჯვა კიდევაც) მხოლოდ Microsoft-ს შეეძლო. უკანასკნელი არჩეულია პლატფორმა Business Productivity Online Suite-Federal-ის მიმწოდებლად; ხუთ წლიანი კონტრაქტის ღირებულება, დაახლოებით, $60 მლნ-ს აღწევს.

2009 წელს შუა რიცხვებში Google-ის წარმომადგენლები შეხვდნენ ა.შ.შ.-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებს, სადაც განიხილულ იქნა სერვის Google Apps-ის სახელმწიფო სექტორში შესვლა. თუმცა, წლის დასაწყისში, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ Google ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს.

ამჟამად Google მოითხოვს პ.უ.-ის მიმწოდებლის კონკურსის გადახედვასა და მის პროცესში პოტენციური მიმწოდებლების ჩართვას. სამინისტროს წარმომადგენლები, ჯერჯერობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკაეთებენ.

წყარო New York Times.

One Response

  1. ნეტა როდის იქნება ის დრო, როცა საქართველოში ნებისმიერი ორგანიზაცია გაბედავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას? 🙁

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.