ანდრეი გეიმმა და კონსტანტინ ნავასიოლოვმა ერთად მუშაობა დაიწყეს ჰოლანდიაში, ხოლო შემდეგ 2004 წელს სამუშაოდ გადავიდნენ დიდ-ბრიტანეთში. მათ ექსპერიმენტულად დაამტკიცეს რომ შესაძლებელია ნანომასალა გრაფენის მიღება – რომელიც წარმოადგენს ნახშირბადის განსაკუთრებულ ფორმას, ფირფიტაა, რომელლის ზომაც სისქეში ერთი ატომია. მას გააჩნია უნიკალური ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები, რომელიც მას ხდის განუმეორებელს სხვადასხვა სფეროებში.
გრაფენი წარმოადგენს ნახშირბადის ატომების ერთ ფენას, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია ქიმიური კავშირების სტრუქტურით, რომელიც თავისი გეომეტრიით მოგვაგონებს ფუტკრების სკას.
გრაფენს ასევე ძალიან მყარია და ის გამჭირვალეა მისი სისქიდან გამომდინარე. ამას გარდა, გრაფენი არის ელექტროდენის კარგი გამტარი, რაც ხელს უწყობს მის გამოყენებას მზის ელემენტებში ან სენსორულ დისპლეებში.
თავისი თვისებების წყალობით, ითვლება, რომ გრაფენი არის მასალების შემდეგი თაობა, რომლებიც გამოიყენება ნანოელექტრონიკაში.

