შეძლებს კი სტივ ჯობსის იმპერია ანალიტიკოსის ოპტიმისტური პროგნოზიზ გამართლებას? (რეიტერის ფოტო).

ანალიტიკოსები Apple-ის პროდუქციის, პლანშეტურ კომპიუტერ iPad-სა და კომუნიკატორ iPhone-ის გაყიდვების უსწრაფეს ზრდას პროგნოზირებენ.

Wedge Partners-ის სპეციალისტის ბრაიან ბლეირის აზრით, მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 45-48 მლნ ერთეულს მიაღწიოს. 2010 წელს, როგორც მოსალოდნელია, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით, 13,5 მლნ «აიპადი» გაიყიდება.

ასევე, ბატონი ბლეირი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელთან შედარებით, 2011 წელს iPhone-ბის რეალიზაცია, დაახლოებით, ორჯერ გაიზრდება — 48-50-დან 100 მლნ ერთეულამდე.

თუმცა, ასეთ ოპტიმისტურ შედეგს ყველა არ იზიარებს. მაგალითად, საინვესტიციო ბანკის Oppenheimer-ის სპეციალისტს იაირ რეინერს მიაჩნია, რომ მომავალ წელს iPad-ისა და iPhone-ის გაყიდვების რაოდენობა, შესაბამისად, 23 და 52 მლნ ერთეულს არ გადააჭარბებს.

თავად Apple-ის მონაცემებით, კომპანიამ გასულ ფინანსურ კვარტალში (რომელიც 25 სექტემბერს დასრულდა) 4,19 მლნ «აიპადის» რეალიზება მოახერხა. ასევე, iPhone-ის გაყიდვების რაოდენობამ 14,1 მლნ ერთეულს მიაღწია, რაც 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით მეტია. თუ Apple-ის პროდუქციაზე მოთხოვნა მსგავსი ტემპებით გაგრძელდა, Wedge Partners-ის ანალიტიკოსის ვარაუდი შესაძლოა გამართლდეს კიდეც.

წყარო Apple Insider.

2 Responses

  1. ალკოჰოლიკი ამბობს:

    როდის იქნება ახალი აიპედის პრეზენტაცია ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.