კომპანია Apple-ის მაღაზია ჩიკაგოში (ილინოისი, ა.შ.შ. ვიკიპედიას ფოტო).
კომპანია iSuppli-მ, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა.
iSuppli-ს მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე, 88,1 მლნ დესკტოპი, ნოუთბუქი და ნეტბუქი გაიყიდა. 2009 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა 79,9 მლნ ერთეულს არ აღემატებოდა, ზრდამ 10,3% შეადგინა. კვარტალური გამოთვლებით გაყიდვების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა: 2010 წლის მეორე მეოთხედში ბაზარს, სულ, 82,6 მლნ PC მიეწოდა.
მიმდინარე წლის მეორე მეოთხედთან შედარებით, მესამე კვარტალში, მოთხოვნა სამაგიდო კომპიუტერებზე 11%-ით გაიზარდა. ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია კორპორატიულ სექტორში შეკვეთების რაოდენობის მომატებით.
ასევე, გაიზარდა პორტატული კომპიუტერების გაყიდვების რაოდენობა: 4% კვარტალური გამოთვლებით, 15% — წლიურით. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ ზრდის ტემპის შემცირებას: ჯერ კიდევ წლის პირველ ნახევარში ნოუთბუქებისა და ნეტბუქების მიწოდება, წლიური გამოთვლებით, 41–42% იყო გაზრდილი.
კომპიუტერების უმსხვილესი მწარმოებლების სიაში, რომელსაც Hewlett-Packard ლიდერობს, შედიან Acer, Dell, Lenovo, ASUS და Toshiba.
წყარო DigiTimes.

