ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნაჩვენებია ორი კარდიოსტიმულატორი. მარჯვენა არის შნურებიანი, შეიძლება ითვას მოუხერხებელი მოწყობილობა, ხოლო მარცხნივ – უსადენო, რომელიც ერთცენტიანის გვერდითაც პატარად გამოიყურება. ეს არის უახლესი კარდიოსტიმულატორი Medtronic-ისაგან, რომელიც წარმოადგინეს 2010 წელს TEDMED-ზე, გულში მისი იმპლანტირება შესაძლებელია კათეტერის მეშვეობით, რის შემდეგაც მოწყობილობა მაგრდება ორგანოზე მინიატურული ბრჭყალების მეშვეობით.

ამ პატარა ელექტრონულ მოწყობილობაში შემქმნელებმა შეძლეს და დაატიეს არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელექტრონიკა, არამედ მომიჯნავე სისტემებიც, რომელიც ექიმს აძლევს საშუალებას მიიღოს იმფორმაცია გულის მუშაობის შესახებ თუნდაც სმარტფონზე და აკონტროლოს კარდიოსტიმულატორის მუშაობა.

Medtronic თვლის, რომ ესეთი სტიმულატორიც კი საკმაოდ დიდია, ამიტომ კომპანია მომავალშიც აპირებს უფრო მინიატურული მოდელის შექმნაზე მუშაობას.

გამოყენებულია engadget.com-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.