ნანოტექნოლოგიები – მეცნიერების და ტექნოლოგიის ახალი მიმართულებაა და აქტიურად გამოიყენება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ის მოიცავს მასალების შექმნას და გამოყენებას მოწყობილობებში და სისტემები, რომლის ფუნქციონირებაც განისაზღვრება ნანოსტრუქტურებით, ანუ მისი დალაგებული ფრაგმენტებით ზომით 1 დან 100 ნანომეტრამდე.
“ნანო” ბერძნული სიტყვაა რაც ნიშნავს გნომს. ერთი ნანომეტრი მეტრის ერთი მემილიარდედია.
ნანოტექნოლოგიების უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ნანომასალები, ანუ მასალები, რომელთა არაჩვეულებრივი ფუნქციონალური თვისებები განისაზღვრება ნანოფრაგმენტების სტრუქტურული განლაგებით ( 1 დან 100ნმ).
არსებობს ნანოტექნოლოგიების რამდენიმე ტიპი მაგალითად – “ზემოდან-ქვემოთ”. ამ შემთხვევაში სპეციალისტები ნანონაწილაკებს იღებენ დიდი მასშტაბის ნივთიერების გახლეჩვით. ხოლო “ქვევიდან-ზევით” ვარიანტის შემთხვევაში – მასალები იგება მოლეკულური კომპონენტებისაგან.

