არაოფიციალური ინფორმაციით, Nokia აპირებს კიდევ ერთი სმარტფონის გამშვებას Symbian³-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, მოდელი — X7-00.
კომუნიკატორს გააჩნია სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 360×640. ეკრანის ზომა არ სახელდება, თუმცა სავარაუდოდ მოწყობილობის დიაგონალი შეადგენს 4 დიუმს.
ჭორების თანახმად, სიახლეს ექნება 8-მეგაპიქსელიანი კამერა ორმაგი შუქდიოდური გაელვებით, 450 მბ ჩაშენებული მეხსიერება, ოთხი დინამიკი, განლაგებული კორპუსის თითოეულ კუთხეში, ასევე აქსელერომეტრი, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, MicroUSB პორტი და 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის.
Nokia X7-00-ის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ღირებულება უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=aWgnS96496A
გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

