კომპანია OnLive იწყებს  MicroConsole-ის გაყიდვებს თავისი კომპიუტერული და ვიდეოთამაშების სერვისისათვის.

სისტემა OnLive, რომელიც წარმოდგენილი იქნა წინა წლის შემოდგომაზე, იყენებს ვებ-სერვერების მასივს თამაშების შენახვისა და გაშვებისათვის. გამოსახულების ტრანსლირება ხდება ინტერნეტის მეშვეობით ვიდეონაკადის ფორმატში, ასევე სერვისი რეაგირებს მომხმარებლის ბრძანებებზე რეალურ დროში. ეს იძლევა საშუალებას თუნდაც დაბალი მონაცემების მქონე მოწყობილობებზევითამაშოთ მაღალი სისტემური მოთხოვნების მქონე თამაშები.

დღემდე OnLive-ის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იყო მხოლოდ პერსონალური კომპიუტერების მფლობელთათვის. ბაზარზე MicroConsole-ის გამოჩენის შემდეგ კი სერვისით სარგებლობა უკვე ტელევიზორითაც გახდება შესაძლებელი: ერთადერთი, რაც მომხმარებლებს დაჭირდებათ ეს იქნება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

“მიკროკონსოლი” აღჭურვილია ციფრული HDMI ინტერფეისით და აქვს Bluetooth-ის მხარდაჭერა. ქსელთან დასაკავშირებლად აქვს Ethernet-კონტროლერი; ამას გარდა, დეველოპერებმა მოწყობილობაში გაითვალისწინეს ორი USB-პორტი პერიფერიების მისაერთებლად — მაგალითად, კლავიატურა და თაგვი. მოწყობილობასთან ერთად კომპლექტში შედის უკაბელო ჯოისტიკი. კონსოლის ზომები — 124×81×22, წონა — 250 გრ.

MicroConsole-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო 18 ნოემბრიდან, ხოლო შემკვეთებისათვის მიღება დაიწყება 2 დეკემბერს. მოწყობილობის ფასი შეადგენს $100; თამაშების ყიდვა მომხმარებელს დაუჯდება 4 დან 50 დოლარამდე.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=F0HQS5_Mtm8

გამოყენებულია OnLive-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.