კომპანია Panasonic-ის პრეზიდენტი ფუმიო ოჰცუბო (2008 წლის აპრილი; AP-ის ფოტო).

კომპანია Panasonic-მა განაცხადა, რომ სმარტფონების სწრაფადმზარდ ბაზარზე გამოსვლისთვის უკვე მზად არის.

ელექტრონიკის იაპონური მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ამ სექტორის განვითარების ტემპები ზუსტად ვერ შეაფასა და მომავალში ეცდება ამ დანაკლისის შევსებას. Panasonic გეგმავს აპარატების აწყობას ოპერაციული სისტემა Google Android-ის მართვის ქვეშ.

როგორც მოსალოდნელია, კომპანიის ახალი პროდუქტი, იაპონურ ბაზარზე, მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება. მას მოუწევს კონკურენციის გაწევა ისეთი პოპოლარული სმარტფონებისთვის, როგორიცაა Apple iPhone და Samsung Galaxy S. დეტალური ინფორმაცია მომავალი აპარატის ტექნიკურ მახასიათებლებზე ჯერჯერობით უცნობია.

Panasonic-ის სმარტფონები საერთაშორისო ბაზარზე 2012 წლისთვის გამოჩნდება.

წყარო რეიტერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.