გერმანელმა და ჰოლანდიელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა ვარსკვლავ HIP 13044-თან, რომელიც არ არის ჩვენი გალაქტიკიდან “წარმოშობით”.
მართალია HIP 13044 ეხლა ირმის ნახტომის საზღვრებშია, მაგრამ ის შედის იმ ვარსკვლავებთა ჯგუფში, რომელიც ეკუთვნოდა ჯუჯა გალაქტიკას და რომელიც შთანთქა ჩვენმა გალაქტიკა 6-9 მლრდ წლის წინ. მეცნიერებს რათქმაუნდა არ შეუძლიათ იმის გამორიცხვა, რომ მათ მიერ ნაპოვნი ობიექტი ჩამოყალიბდა სადმე სხვა მნათობთან, რის შემდეგაც HIP 13044-მა უბრალოდ წაიღო ის, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარების შანსი უმნიშვნელოდ დაბალია.
წინა წელს მკვლევარების სხვა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს პლანეტა ანდრომედას გალაქტიკაში, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გადაუმოწმებელი რჩება. მის უახლოეს მომავალში დადასტურებაზე იმედის ქონა უაზროა: საქმე იმაშია, რომ რეგისტრაციისას გამოყენებული გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდიკა აიძულებს ასტრონომებს დამოკიდებულები იყვნენ ერთეულ იშვიათ მოვლენაზე — დედამიწის გადაადგილება პლანეტური სისტემიდან და გამოსხივების ფონური წყარო.
ახალი სამუშაოს ავტორები კი პირიქით, მოქმედებდნენ შედარებით იოლი მეთოდიკი, კონკრეტულად სხივის სიწრაფის გაზომვით (დოპლერის მეთოდი) . ექვსთვიანი დაკვირვება სპექტროგრაფ FEROS-ის მეშვეობით, რომელიც დამონტაჟებულია ჩილეში ლა-სილას ობსერვატორიაში 2,2 მეტრიან ტელესკოპზე, საკმარისი აღმოჩნდა HIP 13044 b-ის აღმოსაჩენად.
პლანეტა ჩვენგან დაშორებულია 2 000 სინათლის წლით, ხოლო მისი მინიმალური მასა შეადგენს 1,25 იუპიტერისას. მისი ორბიტის დიდი ღერძი 0,116 ა.ე (ასტრონომიული ერთეული) – ის ტოლია. ვარსკვლავ HIP 13044 b-ის გარშემო ერთ სრულ ბრინს ასრულებს 16,2 დღეში.
მკვლევარების აზრით, ადრე ეგზოპლანეტა ვარსკვლავისგან ძალიან შორს მდებარეობდა, რომელმაც დღევანდელი დღისათვის მიაღწია ევოლუციის გვიანდელ პერიოდს — გერცშპრუნგ-რასელის ჰორიზონტალური დიაგრამა — და ბრუნავს დიდი სისწრაფით ( თავისი ასაკის გათვალისწინებით). ეს მიგვითითებს იმაზე, რომ HIP 13044-მა თავის სისტემის შიდა პლანეტები განვითარების წინა ეტაპზე, როდესაც ის წითელი გიგანტი იყო და ქონდა ძალიან დიდი რადიუსი. მზეც დროდადრო გახდება წითელი გიგანტი ( დაახლოებით 30 მილიარდ წელიწადში) და სავარაუდოდ ისიც შთანთქავს მის შინაგან პლანეტებს; ამ შემთხვევაში იუპიტერი, რომელიც მოგვაგონებს HIP 13044 b-ს, სატურნი და სხვა შინაგანი პლანეტები მიუახლოვდებიან მას.
განვითარების შემდეგ ეტაპზე HIP 13044, ზომებში კიდევ გაიზრდება და ეგზოპლანეტას გადარჩენა ძალიან გაუჭირდება.
სისტემის კიდევ ერთ საინტერესო დამახასიათებლად ავტორები თვლიან მეტალების დაბალ შემადგენლობას ( ჰელიუმზე მძიმე ელემენტების) HIP 13044-ის ესელემნტებში. იქიდან გამომდინარე, რომ ის ამ მაჩვენებელში 100-ჯერ მაინც ჩამოუვარდება მზეს, ამ მაჩვენებლით, შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს ყველაზე დაბალი მეტალის შემცველობა ყველა სხვა ცნობილ მნათობებს შორის პლანეტური სისტემებით. როგორც ჩანს, HIP 13044 b-ის ფორმირების მექანიზმის განსხვავებული იყო ტრადიციულისგან, რომლის დროსაც გაზის გიგანტის წარმოქმნა იწყება მყარი ბირთვისგან.
დეტალურად ახალი ეგზოპლანეტის შესახებ:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=FPIOcVZzQo8
HIP 13044-ის მიმართულებით გაფრენა:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Ee6gSayeBYQ
ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალ Science-ში.
გამოყენებულია სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მასალები.

