შვეიცარელი ივ როსი, ცნობილი როგორც ადამიანი-რაკეტა (Jetman), 2008 წელს მან გადალახა ლამანში მყარ ფრთაზე რომელსაც აქვს ორი ძრავი, ხოლო წინა კვირას, კონკრეტულად კიდა 5 ნოემბერს, მან კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინა: თავისი მონოფრთის მოდიფიკაციის მეშვეობით, მან შეასრულა ორი საკმაოდ რთული ილეთი (მკვდარი მარყუჯი).

ბატონი როსი, ყოფილი პილოტია, ხოლო ამჟამად გამომგონებელი და უბრალოდ ენთუზიასტი, რომელიც დაკავებულია ფრთის ახალი, “მეტად აეროდინამიული” მოდელის გამოცდებით. ის გადმოხტა მართვადი საჰაერო ბუშტიდან, 2 400 მ სიმაღლიდან და 18 წუთის განმავლობაში აჩვენებდა პილოტაჟის საოცრებებს, რის შემდეგაც მიწაზე პარაშუტის მეშვეობით დაეშვა.

“პირველი რამდენიმე წუთი ფრთის სტაბილიზაციაში და მკვდარი მარყუჯისთვის ოპტიმალური კუთხის ძებნაში დაიხარჯა”, — ასე წერია როსის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

51 წლის ავიატორი აცხადებს, რომ ახალ მოდელს, აქვს ორმეტრიანი მოქნევა (მის წინამორბედს 2,5) და მას არ აქვს ზედმეტი შემადგენელი ნაწილები, რაც მას მეტად აეროდინამიულ და გამძლე მოწყობილობად აქცევს. გამომგონებლის გარდა, ფრთის შექმნაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ შვეიცარიული კომპანია RUAG-ის სპეციალისტებიც.

“ეს ფანტასტიკაა! — ასეთი კომენტარი გაუკეთა გამოცდებს ბატონმა როსმე თავის ვებ საიტზე. — ფრენა შედგა, მიუხედავად ძრავის ამუშავებასთან დაკავშირებული პატარა პრობლემებისა. მე შევძელი ორი მკვდარი მარყუჯუს შესრულება და ამით ბედნიერი ვარ”.

2008 წლის სექტემბერში ივ როსი, რომლის აპარატსაც შეუძლია 200კმ/სთ სიჩქარის განვითარება, გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი ვინც შეძლო და გადაცურა ლა-მანში “საკუთარი ფრთებით”. ახლანდელი გამოსაცდელი ფრენისას მან შეძლო 35 კილომეტრი მანძილის დაფარვა, რაზეც დაახლოებით 10 წუთი დაიხარჯა.

როსის უახლოეს გეგმებში შედის გრანდ-კანიონის (არიზონა ა.შ.შ) დალაშქვრა.

აი სწორედ ის რთული ილეთები რომელსაც ის ასრულებს:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=p0E6Yh_mSx8

გამოყენებულია ფრანს-პრესის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.